საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ! , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
ხაბეიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები არის შეურაცხმყოფელი და ცინიკური.
„ცინიკური, შეურაცხმყოფელი და რუსი ოლიგარქის, ბერას ნამდვილი სათამაშოს, განცხადება მოისმინა საზოგადოებამ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მიმართ.
100 მილიონამდე ლარის საწვავს ისხამენ ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადში, 20-30 მილიონ ლარს პიარში ხარჯავენ, 5 მილიონამდე ლარს სარესტორნო მომსახურებაში, ავეჯში, საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ!
ბერას სათამაშო, წლის ბოლოს მოგვიყვება, რომ პენსიონერმა მშობლებმა ასიათასობით ლარი აჩუქეს, თავად, მეუღლეს ხალხის საკუთრებაში არსებული ტყე გადასცა, 400 000 ლარის ღირებულების ორი ავტომობილი ჰყავს და ცხოვრობს განცხრომაში...
ასეთი სამარცხვინო, უთავმოყვარეო და კორუმპირებული, მისი ზოოპარკის წარმომადგენელი, მოგვივლინა რუსმა ოლიგარქმა.
ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ! გავიმარჯვებთ ერთობითა და კონცენტრაციით საერთო მტერზე - რუსულ მთავრობაზე.
არა რუსულ მთავრობას!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.