მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იმყოფებიან, სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა მშობლემის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და საკითხში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობას ხაზი გაუსვა. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.