მიმდიანრე წელს 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში, პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 300%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 3 მილიონ 579 ათასი ლარი შევიდა.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად კი, წელს 3 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 83 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 55 მილიონის ფარგლებში იყო.
რაზე მიუთითებს პარკირებისთვის გამოწერილი გაზრდილი ჯარიმები, რამდენად საკმარისია პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები და ასევე საცობების ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემა - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე