სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა ლეგენდამ ზედიზედ მეშვიდედ მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ლაშამ სამი ოქრო მოიპოვა და მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა.
ატაცში ტალახაძემ პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ ორ ცდაზე კი ჯერ 217 შემდეგ კი 222 კილოგრამი აწია და ოქროს მედალი გაინაღდა, აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა თავდაპირველად 246 კილოგრამს შეუტია და უპრობლემოდ დაძლია, სრული ტრიუმფისთვის კი ლაშას მეორე ცდაზე 252 კილოგრამი ჰყოფნიდა, რომლის დაფიქსირების შემდეგაც ტალახაძემ საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ორ გზის ოლიმპირმა ჩემპიომა აკვრაში მესამე ცდა აღარ გამოიყენა. ასევე +109 კილოგრამში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ბაქარ თურმანიძე, რომელიც ატაცში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში მე-5 პოზიცია დაიკავა, მისი საბოლოო შედეგი ორჭიდის ჯამში კი კვლავ მეხუთე ადგილი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკმებმა ევროპის ჩემპიონატზე 13 სპორტსმენით იასპარეზა. ჯამში ქართველებმა 7 ოქრო 9 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ლაშა ტალახაძის ნაკრებს მედლები ანასტასია გოტფრიდმა, რამინ შამილიშვილმა, შოთა მიშველიძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ მოუტანეს.