უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“. მიღებული კანონის თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება. რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებში, ასევე პოლიტიკურ ორგანიზაციებში, პარტიებში, შეიარაღებულ დაჯგუფებებში და მონაწილეობდნენ რუსული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას. ასევე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების დროშები და ჰიმნები.