სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ერევნის მიერ ბაქოსთვის წარდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. მისი თქმით, ხელშეკრულების მიღებას სომხეთის ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ, თუმცა ფაშინაინის თქმით, მხარებს შორის შეთანხმების მიღწევა რეგიონის სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.