მოსკოვის სასამართლომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის დაპატიმრების ორდერი გასცა. მედიის ინფორმაციით, ბუდანოვს ბრალი ტერორიზმთან და იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ედება. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და სამხედრო ობიექტებზე არაერთი აფეთქება მოხდა და ბევრ მათგანში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ბუდანოვი ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ორგანიზატორადაც დაასახელა.