ოპოზიციის მხრიდან სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მმართველმა პარტიამ კვორუმში მონაწილეობაზე უარი სამჯერ თქვა და ამ ფორმით მოსამართლეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ოპოზიცია კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია და მათი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ე.წ კლანს ხელისუფლება მფარველობს.