Black Sea Arena-მ აგვისტოში რამდენიმე კონცერტი დააანონსა. შემსრულებლებს შორის ბევრისათვის საყვარელი ჯგუფები Imagine Dragons და The Killers არიან.
Imagine Dragons კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო The Killers-ს Black Sea Arena-ზე ვიხილავთ. ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ვებგვერდზე BSA.ge დაიწყება.
კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება:
· Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;
· FKJ — 6 აგვისტო;
· Damian Lazarus — 10 აგვისტო;
· The Killers — 15 აგვისტო;
· All Day I Dream — 18 აგვისტო;
· Imagine Dragons — 31 აგვისტო.
კონცერტები კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას Starring Georgia იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა", — ვკითხულობთ განცხადებაში