ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 23 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 49 დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა გამოიყენეს ირანული შაჰედის ტიპის 10 დრონიც, რომელთაგანაც 8 უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმების შედეგად დაშავდა და დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და კერძო საცხოვრებელი ობიექტები კი დაინგრა და დაზიანდა. მათივე ცნობით, დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ახორციელებს.