სლოვენია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროგრამას უერთდება - Palitra News

სლოვენია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროგრამას უერთდება

2023-04-21 09:10:13+04:00

სლოვენია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტს უერთდება. სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მარიან სარეჩმა ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან უნდა მოაწეროს.

სლოვენიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეთანხმება პროექტის წევრი ქვეყნების მონაწილეობის ჩარჩოებს აყალიბებს და დებულებებს მიზნებთან, ფინანსებთან, ადმინისტრირებასთან, კონტრაქტებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეიცავს.

სამინისტროს განცხადებითვე, დოკუმენტი სენსიტიური მონაცემების დაცვას, ახალი წევრების შეერთებას და სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს განსაზღვრავს.