ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ბიზნესცენტრ "ატრიუმში" შევიდნენ. არსებობს ეჭვი, რომ ბიზნესცენტრში განთავსებულ ოფისებში ე.წ. ქოლცენტრები ფუნქციონირებს. ჯერჯერობით შესაბამის უწყებას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მან მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია სავარაუდო კიბერდანაშაულის შესახებ, რაც სამართალდამცველებს შეატყობინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგი ფინანსთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია.