ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ალიანსის გენ-მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ადგილი ნატოშია. სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ალიანსი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს.