საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დასაშვებად ცნო. საჩივარი 2018 წლის აგვისტოში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ის რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. სარჩელში ნახსენები არიან, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარულიც.