გერმანიაში დიუსელდორფის, ჰამბურგისა და კიოლნის აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. მედიის ცნობით, საავიაციო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების პროტესტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შედგად 700-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება.
აეროპორტში დასაქმებული პირება გერმანიაში გაზრდილი ფასების ფონზე ხელფასების მომატებას ითხოვენ. როგორც ცნობილია, ხვალ გაფიცვას შტუდგარტის აეროპორტის თანამშრომლებიც შეუერთდებიან.
21 აპრილს ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებიც.