"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის მთავარი მიზანი კოორდინირებული მოქმედებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე მაქსიმალურ წნეხს გულისხმობს. მოთხოვნა უცვლელია - ნიკა გვარამია, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.
„გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის“ წევრები თვლიან, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოქმედობით ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების თანამონაწილე ხდება, რაც ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას ახანგრძლივებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ზიანს აყენებს.