პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას უსმენენ. ის სამინისტროს წლიურ ანგარიშს წარადგენს. შამუგიამ აღნიშნა, რომ ბოლო ათ წელიწადში ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა.