ბორჯომი, ბაკურიანი ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი - მთავრობა ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც შენობების, კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იგეგმება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.
რა მოლოდინი აქვს ტურისტულ სექტორს ახალ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით და გაზრდის თუ არა ეს ქართული კურორტების მიმზიდველობას? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ჰელისკი ჯორჯიას" ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი