ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი თითქმის 391 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 208 მლნ დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.4 მლრდ დოლარს, დღევანდელი გაცვლითი კურსით კი 21 მილიარდ 694 მილიონ ლარს გადააჭარბა.
2022 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8 მლრდ დოლარს მცირედით აჭარბებდა, ანუ მაშინდელი კურსით 25 მლრდ ლარზე მეტი იყო.
მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).