იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა - Palitra News

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

2023-04-20 13:01:34+04:00

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევის ცენტრში, „მიხაილოვსკაიას მოედანზე“ მდებარე მემორიალთან მივიდა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია.

იენს სტოლტენბერგის უკრაინაში ვიზიტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ არ გამოცხადებულა.