თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინ ჟან-პიერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური უფლება არ აქვს. მისი თქმით, პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის და ეს რუსებმაც, მათ შორის ვლადიმერ პუტინმა, იციან.