სუდანის დედაქალაქ ხართუმში, სადაც ახლა სამოქალაქო სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს 33 მოქალაქე იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ვერ ახერხებენ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სუდანში მყოფ ქართველებთან მუდმივ კავშირზეა.
ვითარების დასტაბილურებისთანავე, უწყება მათ ევაკუაციას უსაფრთხო დერეფნის საშუალებით შეძლებს.
სუდანში დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 270-ს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილია 2600-ზე მეტი ადამიანი.