დანიის დედოფალი მარგარეტი 83 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღეს მონარქი ტრადიციულად სასახლის აივანზე გამოჩნდა და ამალიენბორგის სასახლიდან მიესალმა შეკრებილ გულშემატკივრებს. დედოფალს ამ განსაკუთრებულ დღეს მხარს უმშვენებდნენ ოჯახის წევრები, პრინცები იოჰაიმი და ფრედრიკი მეუღლეებთან ერთად და ასევე 8 შვილიშვილი, რომელთაგანაც ოთხს დედოფალმა ტიტული ოფიციალურად ჩამოართვა.
მოგვიანებით დედოფალმა შვილიშვილებისთვის ტიტულის ჩამორთმევა ოფიციალური პროტოკოლით ახსნა და განმარტა, რომ ისინი სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში არ მოიაზრებიან.
მედია ბევრს წერდა პრინცი იოჰაიმისა და პრინცესა მარის განაწყენებაზე, თუმცა, დღეს ოჯახი ისევ ერთად გამოჩნდა.