ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. დაღუპული შენობაში მყოფი ერთ-ერთი მუშაა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული მოქალაქეები კი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია. ნიუ იორკის მერიის ცნობით, ავტოსადგომის შენობა დაზიანებული იყო და ბზარები აღენიშნებოდა. სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, პოლიციის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საშიშროება კვლავ არსებობს.