ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიცია ცნობილია. დავით კეზერაშვილი მზად არის ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ ჰაბის მფარველობაში არიან ჩართულები. მან უარი თქვა „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზეც და არსებული წილის ნახევარი ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცა.