პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს თვეში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.