უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინის რეგიონში ჩავიდა და მესაზღვრეებს სამშობლოს დასაცავად გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა მოისმინა მოხსენებები ოპერატიული ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარების შესახებ