მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მილიონ 200 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75%-ით აღდგენაა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 110 % -ს შეადგენს.
იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით რუსეთი ლდიერობს, მეორე ადგილზეა თურქეთი, მას მოსდევს სომხეთი და ისრაელი. ჩამონათვალში არიან ასევე სხვა ქვეყნები.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში მალე შევა, სამზადისი ქვეყანაში უკვე დაწყებულია. რაც შეეხება მოლოდინებს, საკმაოდ პოზიტიური პროგნოზები კეთდება.
რაც შეეხება ცალკეულ რეგიონებს, ბათუმი და ზოგადად აჭარა წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ამ თვალსაზრისით.
ცნობისთვის, წელს ბათუმში ისეთი საერთაშორისო ტურისტული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, როგორიცაა World Trawel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა და ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი იქნება ბათუმი.მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქვეყანა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზეა ორიენტირებული, გამონაკლისი არც საქართველოა, ით უფრო, როცა ქვეყანას საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. თუმცა, ბუნებრივია გარკვეულწილად არსებობს გამოწვევებიც, თუნდაც სამუშაო ძალასთან მიმართებით.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალ გაიზარდოს, რა გამოწვევებია და რა მოლოდინებია წლევანდელ ზაფულის ტურისტულ სეზონზე - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Travelshop-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ მანჯგალაძე