სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს, დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა. შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა კი 2600-ს მიაღწია. დაირღვა 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში სროლის, აფეთქებებისა და სამხედრო თვითმფრინავების ხმა ამ დრომდე ისმის. გაერო-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშროლმების სახლები დაარბიეს.