პატივი თითოეულ ჩვენს მეომარს, ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომლებიც უკვე 419 დღე და 9 წელია აკავებენ და ამ რუსულ ბოროტებას თანდათან ანადგურებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი - Palitra News

პატივი თითოეულ ჩვენს მეომარს, ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომლებიც უკვე 419 დღე და 9 წელია აკავებენ და ამ რუსულ ბოროტებას თანდათან ანადგურებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

2023-04-19 09:11:19+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგების ნახვა მძიმეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებსაც შეხვდა და მათ საპატიო მედლები გადასცა. მისი თქმით, უკრაინა მადლობელია თითოეული ადამიანის რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრეზიდენტს საკუთარი შევრონები გადასცეს, რისთვისაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში მადლობა მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა.