დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას წილის ნახევარს თანამშრომლებს უთმობს. ინიციატივის შედეგად, გადაწყვეტილებებს რამდენიმე ადამიანი მიიღებს. გენერალური დირექტორის ზუკა გუმბერიძის განმარტებით, პროცესში ჩართული პირები დეტალებს არასამთავრობო სექტორთან და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან გაივლიან.