საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ. სესიამდე კი პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყრება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ოპოზიციას სესეიბზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.