პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყრება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ოპოზიცია ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს. ბიუროს შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბარი გაგრძელდა პლენარულ სხდომაზეც.