ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.