ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის განმეორებით შეხვედრაში ნაპოლი თანამემამულე მილანს სტადიო დიეგო არმნადო მარადონაზე უმასპინძლებს. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის მილანის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ნეაპოლიტანელებს გასვლით თამაშში გუნდის ლიდერი ვიქტორ ოსიმენი აკლდათ, რომელიც განმეორებითი შეხვედრის წინ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მილანთან მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე შეხვედრას გამრთავს, აქედან გუნდებმა ორი სერია ა-ში ითამაშებს, სადაც ერთი ნაპოლის ერთი კი მილანის გამრჯვებით დასრულდა. წინა შეხვედრაში მიღებული ბარათების გამო მასპინძლებს ზამბო ანგისა და კიმ მინ ჯაე ვერ დაეხმარებათ, ტრავმის გამო კი სიმეონე ვერ ითამაშებს. ორივე გუნდმა ბოლო შეხვედრა შიდა ჩემპიონატში გამართა და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი 75 ქულით სერია ა-ში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს რომის ლაციოს 14 ქულით უსწრებს, რაც შეეხება მილანს, ისინი 53 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.
ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში კიდევ ერთი განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსის ესტუმრება. კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე დამაჯერებლად მოიგო ანგარიშით 2:0. ლონდონელებს მიმიდნარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 4 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, საკუთარი თამაში მაინც ვერ იპოვა და პრემიერ ლიგაში 39 ქულით მე-11 ადგილზე არიან.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, ესპანელები ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ და მთელი კონცეტრაცია ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე აქვთ.
ჩელსი მოახლეობულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება, გუნდს დიდი ალბათობით ობამეიანგის, ჰავერცი , ლუფტო ჩეკი, ჩიველი, კულიბალი და ბროჟა ვერ დაეხმარება, მადრიდელების დანაკლისი კი მხოლოდ ფერლან მენდია.