აშშ-მა, გაერთიაებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსი შექმნეს, რომელიც მიზნად ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნას ისახავს.
ქვეყნებს შორის შეთანხმება იაპონიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის შეხვედრის ფარგლებში შედგა.
ხუთი ქვეყნის შეთანხმების მთავარ მიზანს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაფინანსების კიდევ ერთი წყაროს შეწყვეტა წარმოადგენს.