ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სუდანში, ხარტუმის ზოგიერთ საავადმყოფოში დაჭრილებისა და შეტაკებების შედეგად დაშავებულთა სამკურნალოდ სისხლისა და სხვა კრიტიკული მარაგების ნაკლებობაზე საუბრობს.
დაპირისპირება სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის მოხდა. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.
ექიმების ცნობით, ხარტუმის საავადმყოფოებში, სადაც დაშავებულები იმყოფებიან, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ბრძოლების გამო მათთან მიღწევა გართულებულია.
არსებული ინფორმაციით, შეტაკებებში მონაწილე ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დედაქალაქ ხარტუმში საკვანძო ადგილებს აკონტროლებს.