საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში 30-მდე ქართველია, ისინი უსაფრთხოდ არიან - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში 30-მდე ქართველია, ისინი უსაფრთხოდ არიან

2023-04-17 15:02:05+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ახლა 30-მდე საქართველოს მოქალაქეა. ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფრთხოდ არიან. მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს. იქამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან საქართველოს საელჩო თურქეთში, კონტაქტზეა.

სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირებაა.