შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქეები საფლავებზე გასვლას ისევ ვერ ახერხებენ. საოკუპაციო საზღვარი 2008 წლის შემდეგ ჩაკეტილია.დღეს, ადგილოვრივები ბერბუკის ახალ სასაფლაოზე იკრიბებიან, რომელიც 2008 წლის შემდეგ დევნილობაში გარდაცვლილთათვის მოეწყო.
დევნილები ჰყვებიან, რომ მათი საფლავები, წლებია მიტოვებულია და საოკუპაციო რეჟიმი გამონაკლისს არც სააღდგომო დღეებში უშვებს.