2020 წლის 8 იანვარს, ირანული ძალების მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითფრინავის ჩამოგდების ფაქტზე, რამაც ბორტზე მყოფი 176 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ირანის სამხედრო სასამართლომ შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა.
მედიის ინფორმაციით, მეთაურს, ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ყველაზე მძიმე სასჯელი, 10 წლის ვადით, დანარჩენ ცხრა სამხედრო მოსამსახურეს კი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ირანის ხელისუფლებას არცერთი მსჯავრდებულის ვინაობა ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.