საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ჩონჩხად გადაიქცა“. როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შვილის ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს. ალასანიამ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზეც ისაუბრა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მაგალითი მოიყვანა.