აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც.ტრანსპორტი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.