სუდანის სამხედროებმა ქვეყანაში კონტროლის აღდგენის მიზნით, გასამხედროებული ძალების ბაზაზე, ქალაქ ომბურმანში, დედაქალაქთან ახლოს, საჰაერო დარტყმები განახორციელეს , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიადარტყმებს წინ უძღოდა შეტაკებები, რასაც ათობით მებრძოლი და სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერლა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა, არმიამ ინფორმაცია უარყო. გასამხედროებული დაჯგუფება პროცესის 10 წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.