უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს და ადრე თუ გვიან ეს დღე აუცილებლად დადგება.