აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება - Palitra News

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

2023-04-15 12:29:13+04:00

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახალგრძლივებული დროით, დილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 23 საათიდან კი უფასო იქნება. გარდა ამისა, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს.