ლავროვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა - Palitra News

ლავროვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა

2023-04-14 16:12:58+04:00

დასავლეთის მიზანს, რუსეთის წინააღმდეგ მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოსკოვი ითვალისწინებს- განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრმა უზბეკისტანში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლიანს უწოდებს, რადგან ის ანტირუსულ ავანტიურაში არ ჩაერთო.