საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და საკითხზე ჩინეთის დამოკიდებულებაზე კომენტარს აკეთებს.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია და ქმედებები ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც პეკინისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევაა.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი ასევე საუბრობს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გამართავს და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უკრაინას.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.