საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებს. მთავრობის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა სიტყვიერი თანხმობა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო.
ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდეტსა და მთავრობას შორის არსებული პრობლემა გაცილებით სიღრმისეულია, მმართველი პარტიისთვის კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დასახელებული მიზეზი მცდარია.