BTU-ში მდგრადობის ლაბი დაფუძნდა. ლაბის მიზანია მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების და მასალების შექმნა, სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო კამპუსის მდგრადობის გეგმის შექმნა და სხვა.
ლაბის მიერ საქართველოში პირველი, მდგრადობის სასწავლო მოდული შემუშავდა. სწავლება საბაკალავრო საფეხურზე უკვე მიმდინარეობს, სადოქტორო საფეხურზე კი აღნიშნული საკითხების სამეცნიერო კვლევები ხორციელდება.
BTU-ს მდგრადობის ლაბი თანამშრომლობას აანონსებს სახელმწიფო და კერძო სექტორთან, საერთაქშორისო ორგანიაციებთან, კვლევით ცენტრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
აღსაღნიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, აგრეთვე დააანონსა კამპუსის მდგრადობის გეგმაზე მუშაობა. გეგმა საუკეთესო დასავლური პრაქტიკების გათვალისწინებით, შეიქმნება და მოიცავს გრძელვადიან Net Zero სტრატეგიას, ნარჩენების მართვის საუნივერსიტეტო წესის შემუშავებას, განახლებადი ენერგორესურსის ეტაპობრივი დანერგვას, ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობას და სხვა.
ლაბის ფარგლებში ჩატარდება დაინტერესებულ მხარეთა სისტემატიური ტრენინგები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები.