საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს ასახელებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული ევროპარლამენტში გამოსვლისთვის "სათანადო დრო".
ამ ინფორმაციას გამოეხმაურება მთავრობის ადმინისტრაცია და განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა ვიზიტზე თანხმობის გაცემის პროცესი, არის მცდარი. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა სიტყვიერი თანხმობა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო.